აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განთავსების ბრძანება გასცა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 28 ივლისს გამოაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად დადგენილ 50-დღიან ვადას ამცირებს. დიმიტრი მედვედევმა ამ განცხადების პასუხად თეთრი სახლის ხელმძღვანელს მოუწოდა, ახსოვდეს, რომ რუსეთი ისრაელი არ არის და ყოველი ახალი ულტიმატუმი ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამასთან, ტრამპმა მედვედევი გააფრთხილა, რომ ის ძალიან სახიფათო ტერიტორიაზე შედის.

თარგმანი: პირველი არხი