აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ღაზის სექტორში მოსახლეობისთვის საკვების განაწილების ცენტრები დაათვალიერა. ამის შესახებ უიტკოფი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ღაზაში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი მიზანი დონალდ ტრამპისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ წარმოდგენის შექმნა იყო.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მითითებით, ისრაელში ამერიკის ელჩთან ერთად გუშინ შევხვდი ისრალელ მაღალჩინოსნებს, რათა განგვეხილა ღაზაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაცია. დღეს ჩვენ ხუთ საათზე მეტი გავატარეთ ღაზაში ადგილზე ფაქტების განხილვისას, პირობების შეფასებისას და ღაზის ჰუმანიტარული დახმარების ფონდსა და სხვა სააგენტოებთან შეხვედრებისას. ვიზიტის მიზანი იყო, პრეზიდენტისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ მკაფიო წარმოდგენის შექმნა და ღაზის მოსახლეობისთვის საკვებისა და სამედიცინო დახმარების მიწოდების გეგმის შემუშავებაში დახმარება“, – წერს უიტკოფი.