ახლახან შემატყობინეს, რომ ამ თვეში უკრაინასთან უაზრო ომში თითქმის 20 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, წლის დასაწყისიდან კი რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს უამრავი არასაჭირო სიკვდილია.

„თუმცა, უკრაინამაც დიდი ზარალი განიცადა. 2025 წლის პირველი იანვრიდან მათ დაახლოებით 8000 ჯარისკაცი დაკარგეს და ეს რიცხვი მათ დაკარგულებს არ მოიცავს. უკრაინამ ასევე დაკარგა მშვიდობიანი მოქალაქეები, თუმცა უფრო მცირე რაოდენობით, რადგან რუსული რაკეტები კიევსა და უკრაინის სხვა ადგილებში ჩამოვარდა. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო – ეს ბაიდენის ომია და არა „ტრამპის“. მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ ვნახო, შემიძლია თუ არა მისი შეჩერება!” – წერს ტრამპი.

თარგმანი: პირველი არხი