სომხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას ითვალისწინებს.
2025 წლის 26 მარტს სომხეთის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით "სომხეთის რესპუბლიკის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა.
პარლამენტის კენჭისყრის შედეგად, კანონპროექტს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 7-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.
სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო.