პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ BBC Radio 4-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, პოლონეთს აქვს უფლება, ჩამოაგდოს რუსული რაკეტები უკრაინის საჰაერო სივრცეში, თუ ისინი საფრთხეს შეუქმნიან ატომურ ელექტროსადგურებს.

სიკორსკის ჰკითხეს, სად გადის პოლონეთის "წითელი ხაზები" რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებით და აქვს თუ არა პოლონეთს უფლება, ჩამოაგდოს რუსული რაკეტები უკრაინის საჰაერო სივრცეში.

„ჩერნობილის ატომური ავარია მოხდა უკრაინაში. წარმოიდგინეთ, რომ ერთ-ერთი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ან რაკეტა გადის კურსიდან და არ მიფრინავს პოლონეთში ან რუმინეთში, როგორც ეს უკვე მოხდა, მაგრამ ურტყამს უკრაინის ერთ-ერთ ატომურ ელექტროსადგურს. მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას თავისი ატომური ელექტროსადგურები ასეთი გზააბნეული რუსული რაკეტებისგან“, - განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტი ჩაეკითხა: „ანუ, თქვენ ამბობთ, რომ შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ დრო, როდესაც პოლონეთში მძიმე ტექნიკა ჩამოაგდებს საბრძოლო მასალას უკრაინის ტერიტორიაზე, რომელსაც არ გადაუკვეთია თქვენი საზღვარი?"

”ეს არის ჩემი პირადი თვალსაზრისი,” - უპასუხა სიკორსკიმ, ”რომ იურიდიულად ჩვენ გვექნებოდა თავდაცვის უფლება. მაგრამ ამის შესახებ არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა“.