ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსი წელიწადში რამდენჯერმე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ძვირად ღირებულ კურორტებზე ისვენებს და ქვეყნისგან ყოველწლიურად €93 ათასს იღებს იმისთვის, რომ კონფერენცია Sir Bani Yas Forum-ის მრჩევლად მუშაობს. ამის შესახებ ნიდერლანდური გამოცემა NCR წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროპარლამენტში კატართან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის ფონზე დეპუტატების ფინანსური კავშირები უცხო ქვეყნებთან ყურადღების ცენტრში მოექცა. NCR-ის ანალიტიკოსებმა ევროპარლამენტში პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის კენჭისყრაში მონაწილეობა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ სიკორსკი ხშირად ხმას ისეთ გადაწყვეტილებებს აძლევს, რაც საუდის არაბეთისთვის ხელსაყრელია, თუმცა ხშირ შემთხვევაში მისი გადაწყვეტილებები თავისი პოლიტიკური ჯგუფის, „ქრისტიან-დემოკრატების“ პოზიციისგან არ განსხვავდება.

თავად სიკორსკი გამორიცხვას იმას, რომ მისი გადაწყვეტილებები კენჭისყრაზე საამიროებიდან მიღებულ ფინანსებზეა დამოკიდებული.