გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გამარჯვების შემდეგ, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება.
"ჩვენი კონტინენტის ისტორიის მწარე თავი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა თავისი იმპერიალისტური სიგიჟით, დასრულდება თავისუფალი უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიან წევრად შესვლით", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "სოციალ-დემოკრატიული პარტია" მკაფიოდ უნდა დადგეს უკრაინის მხარეს, რადგან ყოფილი კანცლერის, ვილი ბრანდტის პოლიტიკის დამსახურებაა ის, რომ ევროპაში დღეს მოქმედებს ძალის გამოუყენებლობის, საზღვრების ხელშეუხებლობის, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხთა თვითგამორკვევის უფლების პრინციპები.