გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია არ მიიღებს მონაწილეობას დებატებში ალიანსის შესაქმნელად, რომელიც უკრაინას დასავლურ მოიერიშე თვითმფრინავებს მიაწოდებს.
ოლაფ შოლცის თქმით, ვერ ხედავს გერმანიაზე ზეწოლას უკრაინისათვის გამანადგურებლების მიწოდების შესახებ დისკუსიაში.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა გერმანია მონაწილეობას "მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციაში", კანცლერმა უპასუხა: "კითხვა არ არის ისეთი აქტუალური, როგორც ამ კითხვას სვამენ".
მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია კვლავ ფოკუსირდება ტანკებსა და საბრძოლო მასალაზე.
"ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისუნარიანობისთვის", - განაცხადა მან.