გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამართლიანი მშვიდობისთვის მზად არ არის. ამის შესახებ მან გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"საერთოდ მზადაა კი რუსეთი მოლაპარაკებისა და სამართლიანი მშვიდობისთვის? ამ მომენტში ამაზე არაფერი მიუთითებს", – განაცხადა შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა მიმართა ჩინეთს და გააფრთხილა, არ მიწოდოს რუსეთს შეიარაღება. მან ასევე მოუწოდა პეკინს, ზეგავლენა მოახდინოს მოსკოვზე, რათა რუსეთმა უკრაინიდან ჯარი გაიყვანოს.
„ჩემი გზავნილი პეკინისადმი მკაფიოა – გამოიყენეთ თქვენი გავლენა მოსკოვში, რათა უბიძგოთ რუსეთს სამხედრო ძალების გაყვანისკენ და არ მიაწოდოთ აგრესორს შეიარაღება“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.