ჩილესი ვიზიტად მყოფმა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს არ მიაწვდის.
„საბრძოლო თვითმფრინავების საკითხი არც კი განიხილება." ტანკებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ახალი დებატების დაწყება !სხვა რამეზე" არის „იდიოსინკრაზია". ეს არ არის სერიოზული და ლახავს მოქალაქეების ნდობას მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ჩილეში ვიზიტის დროს.
თავისი მიდგომის გასამართლებლად შოლცი აპელირებდა მოსკოვთან „ესკალაციის რისკზე".
„ნატო-რუსეთს შორის ომი არ არის. ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ ესკალაციას“, - განაცხადა მან.