გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გააგრძელებს, რადგან ომის დასრულებისთვის უკრაინიდან ჯარი სწორედ პუტინმა უნდა გაიყვანოს.

"მე კვლავ ვისაუბრებ პუტინთან ტელეფონით, რადგან აუცილებელია ერთმანეთთან საუბარი. სწორედ პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და შეაჩეროს ეს საშინელი, უაზრო ომი, რომელსაც უკვე ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა", - თქვა მან.