სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვერტმფრენი დღეს სახიფათო სიტუაციაში მოჰყა. ამის შესახებ თავად ნიკოლ პაშინიანმა დაწერა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, შემდეგ კი ეს ამბავი სხვა ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს
„ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი კარგადაა. უამინდობის გამო, ჩვენმა ვერტმფრენმა დაუგეგმავი დაშვება მოახდინა ვანაძორში. ახლა მანქანით ვაგრძელებთ მოგზაურობას. ყველას კარგ დღეს ვუსურვებ", - დაწერა ნიკოლ პაშინიანმა ფეისბუქზე.
რამდენიმე ხნის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი ატვირთა, დაწერა, რომ ესტუმრა ვოსკეპარის წმინდა ასტვაწაწინის ეკლესიას და პოსტს ვიდეო დაურთო