იქნა გაჟღერებული, რომ კომპანია აწარმოებდა მავნე პროდუქციას - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს, - ამის შესახებ შპს "ბატონოს" ხელმძღვანელის, ივანე გოგლიძის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა უარყოფს, რომ კომპანია მავნე პროდუქციას აწარმოებდა. 

"ჩაგვბარდა საკმაოდ დიდი მოცულობის გამოძიების მასალები. თავად იმ მიდგომას, როგორც იქნა ეს გაჟღერებული, რომ კომპანია აწარმოებდა მავნე პროდუქციას, მსგავსს ნამდვილად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს. შესაძლებელია იყოს ცალკეული გამოვლენილი ხარვეზები, რასაც ჩვენ შევისწავლით. ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას, გაეცნობა საქმის მასალებს, თუ აუცილებელი იქნება შესაბამის ექპსერტიზებს ჩავატარებთ", - ამბობს ადვოკატი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე 380 000 ლარის ღირებულების ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი მიაწოდა იმ შპს-ს, რომელიც შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებას უზრუნველყოფს. დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს.