უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში გადასასვლელი პლეი-ოფის პირველი მატჩები დასრულდა.
ნორვეგიის პატარა ქალაქ ბოდოს „ბოდო გლიმტმა“ სახლში, 8270 მაყურებლის ტევადობის „ასპმირაზე“, „ინტერს“ უმასპინძლა და მორიგი სასწაული მოახდინა. მან იტალიის ჩემპიონატის ლიდერი 3:1 დაამარცხა.
არქტიკული პოლარული წრის იქით მდებარე დაახლოებით 40000 მცხოვრებიანი პატარა ქალაქის გუნდმა მადრიდში „ატლეტიკოს“ და შინ „მანჩესტერ სიტის“ დამარცხების შემდეგ „ინტერი“ 3:1 დაამარცხა და მერვედფინალში გასვლაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.
„ბოდო გლიმტი“ - „ინტერი“ 3:1(1:1)
გოლები: 20' სონდრე ფეტი 1:0, 30' ფრანჩესკო ესპოზიტო 1:1, 61' იენს ჰაუგე 2:1, 64' კასპერ ჰოგი 3:1
„ბრიუგე“ - „ატლეტიკო“ 3:3(0:2)
გოლები: 8' ხულიან ალვარესი, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 45+4' ადემოლა ლუკმენი 0:2, 52' რაფაელ ონიედიკა 1:2, 60' ნიკოლო ტრესოლდი 2:2, 79' ჯოელ ორდონეზი, საკუთარ კარში 2:3, 89' ქრისტოს ცოლისი 3:3
„ოლიმპიაკოსი“ - „ბაიერი“ 0:2(0:0)
გოლები: 60' და 63' პატრიკ შიკი 0:1 და 0:2




