მინიმუმ 137 ადამიანი რჩება რადიკალური დაჯგუფება "ჰამასის" მძევლობაში, რომლებიც ტყვედ აიყვანეს ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმის შედეგად. მათ შორის 115 მამაკაცი, 20 ქალი და ორი ბავშვია, რომელთაგან ერთი 10 თვის, მეორე 4 წლისაა. ამის შესახებ ისრაელის მთავრობის სპიკერმა ეილონ ლევიმ განაცხადა.

ამ მონაცემებში შედის ქალი ორი მცირეწლოვანი ვაჟით, რომლებიც "ჰამასმა" რამდენიმე დღის წინ ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულებად გამოაცხადა, – თქვა მან.

ისრაელის სამხედროებს ჯერ არ შეუძლიათ მათი დაღუპვის დადასტურება, განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელმა.

"ჰამასის" მძევლების უმეტესობა ისრაელის მოქალაქეა (126 ადამიანი), მათ შორის არის რვა ადამიანს გერმანიის მოქალაქეობაც აქვს. გარდა ამისა, "ჰამასს" ჰყავს ტაილანდის 8 მოქალაქე, ერთი ნეპალის, ერთი ტანზანიელი და ერთი მძევალი საფრანგეთის და მექსიკის პასპორტებით. 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ კიდევ შვიდი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

1 დეკემბრისთვის შესაძლებელი გახდა 105 მძევლის გათავისუფლება, თავის მხრივ, ისრაელის ციხეებიდან 240 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს.

1 დეკემბერს, დილით IDF-მა გამოაცხადა საომარი მოქმედებების განახლება ღაზას სექტორში "ჰამასის" მხრიდან ზავის პირობების დარღვევის – სარაკეტო გასროლის შემდეგ.