ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.
ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის ანატოლი კურტევის განცხადებით, ერთ-ერთი დარტყმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მაღალსართულიან შენობაზე განხორციელდა.
„ამ დროისთვის ცნობილია ორი დაღუპულისა და ოთხი დაშავებულის შესახებ. კიდევ სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება“, - აცხადებს კურტევი.
ადგილზე გრძელდება სამაშველო-სამძებრო ოპერაცია.
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი, მათ შორის ტერიტორია, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ზაპოროჟიე კი კიევის კონტროლქვეშაა.