რუსეთმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას კვლავ შეუტია, – იუწყება უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით.
მისი ინფორმაციით, რუსებმა ღამით ოდესის ოლქში "შაჰედ-136/131" ტიპის 19 დრონი, "ონიქსის" ტიპის 2 რაკეტა და 12 "კალიბრი" გამოიყენეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა მათი უმეტესობა ჩამოაგდეს, თუმცა იყო დარტყმაც და პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
გარდა ამისა, რაკეტებმა მარცვლეულის შესანახი გაანადგურეს.
ამასთან, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ოდესის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთი საწარმოს სასაწყობო შენობები და კერძო სახლი დაზიანდა, რის შედეგადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.