რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს. რუსული ჭურვი იზიუმის რაიონში კერძო სახლს მოხვდა, დაიღუპა ორი ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მტერმა დარტყმები ავიაბომბებით განახორციელა, დაინგრა საცხოვრებელი სახლი და გაჩნდა ხანძარი.
დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.