დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვოში რუსმა ოკუპანტებმა ღამით საცხოვრებელ კორპუსი დაბომბეს, რის შედეგადაც სადარბაზო ჩაინგრა, დაიღუპა ერთი ქალი, დაშავდა რამდენიმე მცხოვრები, ნანგრევების ქვეშ კი კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.

"დღეს ღამით მტერმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონის ქალაქ სელიდოვოზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც დაინგრა 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო.

სამწუხაროდ, ნანგრევების ქვეშ გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი კიდევ რჩება“, - აცხადებს კლიმნეკო.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე მე-4 სართულის დაზიანებული ბინიდან  მაშველებმა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი გამოიყვანეს.