დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის ინფორმაციით, რუსებმა ნიკოპოლი და პოკროვსკის თემი დაბომბეს.
მისივე ცნობით, იერიშის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.
გარდა ამისა, დაზიანდა ინფრასტრუქტურის ობიექტები, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები.
რუსული ძალები უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ ინტენსიურად ბომბავენ უკრაინულ ქალაქებს, რასაც მსხვერპლი ახლავს მშვიდობიან მოსახლეობაში, მათ შორის არიან ბავშვებიც. მიუხედავად მტკიცებულებებისა, რუსეთი უარყოფს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს.