რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ განხილვას არ ექვემდებარება ზაპოროჟიეს ატომური სადგურის კონტროლის უკრაინისთვის ან სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა.
"ატომური სადგური რუსეთის საკუთრებაშია და ამის აღიარება საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს" - წერია განცხადებაში.
ამავე დროს რუსულ მედიასთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბრა სერგეი ლავროვმა. რუსეთის პირველმა დიპლომატმა ამ კონტექსტში ირონიულად გააკეთა აქცენტ იევროპელი ლიდერების პოზიციაზე და ამტკიცებს, რომ ისინი თავდაპირველად ცეცხლის შეწყვეტას ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა მოგვიანებით აზრი მკვეთრად შეცვალეს.