რომის პაპი ფრანცისკე მხარეებს ღაზის სექტორში ომის დასრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„ყოველდღე ტკივილით ვატარებ გულში პალესტინისა და ისრაელის მოსახლეობის ტანჯვას მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ათასობით დაღუპული, დაშავებული, დევნილი“, - განაცხადა რომის პაპმა.
მან ხაზი გაუსვა იმ შედეგებს, რაც კონფლიქტს ბავშვებისთვის მოაქვს და 7 ოქტომბერს დაკავებული მძევლების გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„მართლა ფიქრობთ, რომ ამ გზით უკეთესი სამყაროს აშენებას შეძლებთ? მართლა ფიქრობთ, რომ მიაღწევთ მშვიდობას? საკმარისია, გთხოვთ! მოდით, ყველამ ვთქვათ საკმარისია, გთხოვთ! შეჩერდით!”