რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ შობის პერიოდში ისრაელელები და პალესტინელები ტკივილსა და გლოვას განიცდიან.
"წმინდა მიწის მკვიდრთათვის ტკივილისა და გლოვის შობა დგება. ჩვენ არ გვინდა მათი მარტო დატოვება. გვერდში დავუდგეთ მათ ლოცვითა და ხელშესახები დახმარებით. ბეთლემის ტანჯვა არის ღია ჭრილობა ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსთვის", - აღნიშნა რომის პაპმა.