რომის პაპი ფრანცისკე შეხვდა დელეგაციას ისრაელიდან, რომელთა ნათესავებიც მძევლად ჰყავთ ღაზის სექტორში და პალესტინელების დელეგაციას, რომლებსაც ნათესავები ჰყავთ ისრაელის ციხეში.
მისი თქმით, ორივე მხარე იტანჯება, რომის პაპი ამბობს, რომ ეს არ არის ომი, ეს არის ტერორიზმი.
„ისინი ძალიან იტანჯებიან და გავიგე, როგორ იტანჯება ორივე მხარე. ეს არის ის, რასაც ომები აკეთებენ, მაგრამ აქ ჩვენ გავცდით ომების ფარგლებს. ეს არ არის ომი. ეს არის ტერორიზმი. გთხოვთ, მოდით, წავიდეთ წინ მშვიდობისთვის. ილოცეთ მშვიდობისთვის“, – განაცხადა რომის პაპმა.