ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი ქართველ ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

“ქართველ ხალხს ევროპული ოცნება აქვს, არავის არ აქვს დაშინებისა და მანიპულაციის მეშვეობით ამ ოცნების მოპარვის უფლება. სრული სოლიდარობა ქართველ ხალხისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ", – წერს რინკევიჩი.