NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი სოციალურ ქსელში საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება.

"ხმების გაყალბებისა და საარჩევნო უბნებთან ძალადობის შესახებ ცნობები უაღრესად შემაშფოთებელია.

ჩვენ უნდა დავდგეთ ყველას გვერდით საქართველოში, ვისაც სჯერა რუსეთის ბოროტი გავლენისგან თავისუფალი ევროპული მომავლის. საქართველო ევროპაა", - წერს რასმუსენი.