დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები "მოიპარა".

"საქართველოდან მომავალი სურათი ნათელია - გუშინდელი არჩევნები მოიპარა პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ თბილისში. გვერდში ვუდგავარ ქართველ ხალხს მათი თავისუფლებისთვის, უფლებებისთვის და მომავლისთვის ბრძოლაში", - წერს ჯონსონი სოციალურ ქსელ X-ზე.