უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა.
"უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია”, - აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, "ცნობილია, რომ შემტევი მხარე სამჯერ მეტ ზარალს განიცდის, ვიდრე ის, რომელიც თავს იცავს".
ორბანმა ასევე განაცხადა, რომ სანამ იგი ხელისუფლებაშია, უნგრეთი რუსეთთან ომში არ ჩაერთვება.