გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინას არ მისცა იმის იმედი, რომ ქვეყანა NATO-ში მალე გაწევრიანდება. გერმანიის მთავრობის მეთაურმა, მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPG) სამიტის შემდეგ განმარტა, რომ რუსული აგრესიის დასრულების შემდეგაც კი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის სწრაფი შესვლა გარანტირებული არ არის.
”არსებობს გაწევრიანების ძალიან მკაფიო კრიტერიუმები”, - თქვა შოლცმა.
მისი თქმით, ეს, კერძოდ, მოიცავს კანდიდატ ქვეყანაში სასაზღვრო კონფლიქტების არარსებობას. ომის დასრულების შემდეგ, უკრაინის უსაფრთხოების სხვა შესაძლო გარანტიების შესახებ კითხვაზე, გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ისინი ისეთი უნდა იყოს, რომ უკრაინა დაცული იყოს თავდასხმის საფრთხისგან და ამავდროულად, იყოს სტაბილური. გარდა ამისა, უსაფრთხოების გარანტიები სერიოზულად უნდა იქნეს მიღებული არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა დანარჩენი ქვეყნის მიერ.