გერმანიაში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, კანცლერმა ოლაფ შოლცმა ყველა მონაწილეს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ინიციატივას და კიევის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის მესამე სისტემის მიწოდებას უახლოეს მომავალში დაჰპირდა.
"მომდევნო კვირებსა და თვეებში ჩვენ უკრაინას მივაწვდით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის მესამე სისტემას, IRIS-T, Gepard დანადგარებს, რაკეტებსა და საბრძოლო მასალას. ეს ყველაფერი უკრაინაში გადავა უახლოეს თვეებში და კვირებში", - თქვა შოლცმა.
ორდღიანი კონფერენციის გახსნაზე შოლცმა თქვა, რომ "უკრაინა გაუყვება გზას, რომელიც უკრაინელებმა აირჩიეს: დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპაში. და ამიტომ დღეს ბერლინში ჩვენ ვმუშაობთ ძლიერი, თავისუფალი და ევროპული უკრაინის აღსადგენად".
"ამიტომ დღეს ბერლინში ვმუშაობთ ძლიერი, თავისუფალი და ევროპული უკრაინის აღსადგენად. ძალა და მტკიცე პრინციპებია საჭირო იმისათვის, რომ პუტინმა გაიგოს, მისი კარნახით არ იქნება სამხედრო გამარჯვება და მშვიდობა. მან უნდა შეწყვიტოს თავისი სასტიკი კამპანია და გაიყვანოს თავისი ჯარები", - განაცხადა შოლცმა ბერლინში ორდღიანი კონფერენციის გახსნაზე.