უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება Patriot-ის სულ მცირე 7 საჰაერო თავდაცვის სისტემა და მოუწოდა პარტნიორებს არ დაკარგონ დრო, რათა რუსეთს „მტკიცე სიგნალი“ გაუგზავნონ. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვინც უკვე დაგვეხმარა საჰაერო თავდაცვაში: ახლა ცის დაცვის ყველა სისტემა, ყოველი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა ფაქტობრივად იცავს სიცოცხლეს.
ყველა ახალი შეთანხმება პარტნიორებთან, რომლებიც უკვე არსებობს ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის მეგობრების ყოველი ინიციატივა კერძოდ, Patriot-ების მიწოდებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს. უკრაინას სჭირდება სულ მცირე შვიდი სისტემა - და ჩვენს პარტნიორებს აქვთ ეს Patriot-ები.
რუსი ტერორისტები ხედავენ, რომ პარტნიორებს, სამწუხაროდ, ახლა არ აქვთ ევროპის მიმართ ტერორისგან დაცვის იგივე გადაწყვეტილება, რაც მათ ახლო აღმოსავლეთში აჩვენეს. მაგრამ მაინც შესაძლებელია საჰაერო თავდაცვის სისტემების საჭირო რაოდენობისა და ხარისხის უზრუნველყოფა. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო - ჩვენ უნდა გავუგზავნოთ აუცილებელი მტკიცე სიგნალი“, - თქვა ზელენსკიმ.