აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას Patriot-ის სისტემები გადასცენ.
„მოგეხსენებათ, მე ყოველთვიურად ვხვდები 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელს, რათა განვიხილოთ, თუ როგორ გავაგრძელებთ უკრაინისათვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევას. საჰაერო თავდაცვა დიდი ხანია არის ერთ-ერთი რამ, რასაც ჩვენ არაერთხელ ვუსვამდით ხაზს. არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ Patriot-ის სისტემები და ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ამ ქვეყნების ჩართვას, მოვუწოდებთ მათ მეტი შესაძლებლობების უზრუნველყოფისკენ“, - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.