ადვოკატი ვასილი დუბკოვი, რომელიც მანამდე პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ინტერესებს წარმოადგენდა, მოსკოვში დააკავეს. ამის შესახებ DW წერს.
მისი ინფორმაციით, დუბკოვს ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედება და ის დედაქალაქში, შჩერბინკას პოლიციის განყოფილებაშია დაკავებული. კონკრეტულად რა გახდა დაკავების მიზეზი, უცნობია.
ნავალნის გარდაცვალების შემდეგ კოლონიაში იამალო-ნენეცის რაიონში, დუბკოვი თან ახლდა პოლიტიკოსის დედას, ლუდმილა ნავალნაიას სალეხარდში, სადაც იგი ცდილობდა შვილის ცხედრის მისთვის გადაცემას.