ასეთი განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უნგრეთის პარლამენტში გააკეთა.
უნგრეთის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბენცე ტორდაიმ დეპუტატებს მოუწოდა ფეხზე ადგომით და წუთიერი დუმილით მიეგოთ პატივი გარდაცვლილ რუსი ოპოზიციონერ დეპუტატ ალექსეი ნავალნისთვის.
მის მოწოდებას მხარი მხოლოდ მცირერიცხოვანი ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაუჭირეს, მმართველი კოალიციის დეპუტატები, პარლამენტის სპიკერი ლასლო კევერი და უნგრეთის ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის დეპუტატები კი ფეხზე არ წამოდგნენ.
ტორდაიმ ასეთ საქციელს სამარცხვინო უწოდა და თქვა, რომ ფიდესი პუტინის სამსახურშია, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კი მადლობა გადაუხადა იმ დეპუტატებს, რომლებიც ფეხზე არ წამოდგნენ.
„შოვინისტები არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ. მას, ვინც ქართველებს ვირთხებს ეძახდა, პატივს არ მივაგებთ, თორემ ისე, მიწა მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის", - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.