უნგრული მედიის ცნობით, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილის დროს, რომელიც ოპოზიციამ მოითხოვა, უნგრეთის პარლამენტში მმართველი პარტია „ფიდესის“ წევრები ფეხზე არ წამოდგნენ.
როგორც უნგრული გამოცემები წერენ, ამის გამო ვიქტორ ორბანმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ვინც ქართველებს ვირთხებს ეძახდა, პარლამენტში ფეხზე არ უნდა წამოუდგნენ“.
„შოვინისტები უნგრეთის პარლამენტში პატივისცემას არ იმსახურებენ. მათ, ვინც ქართველებს რუსეთ-საქართველოს ომი დროს ვირთხებს ეძახდა, პარლამენტში ფეხზე არ უნდა წამოუდგნენ. მშვიდად განისვენოს“, – განაცხადა ორბანმა.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი"