ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში ლაზარე გრიგორიადისის მიმართ გამოტანილ განაჩენს და შეწყალებაზე პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ახალგაზრდა მომიტინგისთვის უნდოდათ, რომ მიესაჯათ 10 წელი მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის შარშან საპროტესტო აქციებზე კანონის წინააღმდეგ დემონსტრაციებისას. ეს იყო გამიზნული გზავნილი ახალგაზრდებისთვის, რომ სახლში დარჩენილიყვნენ პროტესტების დროს, რადგან თუ ასე მოიქცევით, 10 წლით ციხეში აღმოჩნდებით. ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა სწრაფად შეიწყალა ის და ახალგაზრდებს გზავნილი გაუგზავნა, რომ მე თქვენ გვერდით ვარ”, - განაცხადა კელი დეგნანმა.

თარგმანი: TV Formula

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ  9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, შეიწყალებს.

შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და  2023 წლის 31 მარტს  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.

2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო. 

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.