აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა რომ ღაზაში ომის დასრულებისთვის და მძევლების სახლში დაბრუნებისთვის, როგორც პრეზიდენტი, ყველაფერს გააკეთებს. ამის შესახებ მან მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
ჰარისმა ასევე დასძინა, რომ 2024 წელი ღაზასა და ლიბანში, მსხვერპლის გათვალისწინებით, ძალიან რთული იყო.
"ეს წელი რთული იყო ღაზაში მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბის გათვალისწინებით, ლიბანში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და დევნილობის გათვალისწინებით", - განაცხადა ჰარისმა.