ირანის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ უზენაესი ლიდერიალი ხამენეი მოკლულია.
ინფორმაცია ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.
საინფორმაციო სააგენტოები Tasnim-მა და Fars-მა აგრეთვე დაადასტურეს ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, გარდაცვალება.
Fars-ის ცნობით, ხამენეი შაბათს, დილით ადრე, თავის ოფისში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოკლეს. ირანის მთავრობამ ხამენეის მკვლელობასთან დაკავშირებით 40-დღიანი გლოვა გამოაცხადა.




