გაეროს საკვების უსაფრთხოების ფაზების დამდგენი ორგანიზაციის (IPC) ანგარიშის თანახმად, ღაზაში 2 მილიონზე მეტ ადამიანს შიმშილი ემუქრება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მოსახლეობის, სულ მცირე, 79% იმყოფება საგანგებო ან კატასტროფის მდგომარეობაში:
"ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი განიცდის კატასტროფულად მწვავე კვებითი დაუცველობას, რაც საკვების უკიდურესი დეფიციტითაა განპირობებული. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მწვავე პრობლემაა არასწორი საკვების საგანგაშო მაჩვენებელი, რაც ზრდის სიკვდილიანობის ალბათობას"
გაერო აცხადებს, რომ სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა აუცილებელია.
"ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან წარმოებულ საპასუხო ომს ღაზას სექტორში ემსხვერპლა 20 ათასამდე ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.
7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმას ისრაელის 1200-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი.