გამოცემა FT-ის მიხედვით, რუსეთმა, უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე იერიშების მიტანის ტაქტიკა შეცვალა. ახლა, ისინი, საჰაერო საფრთხეებისგან ნაკლებად დაცულ ობიექტებს ბომბავენ და მათ მთლიან განადგურებას ცდილობენ.
გამომცემლობის მიხედვით, რუსეთმა, 22-29 მარტის პერიოდში, საჰაერო იერიში 7 თბოელექტროსადგურსა და 2 ჰიდროელექტროსადგურზე მიიტანა, რომლებიც, კიევის რეგიონთან შედარებით, საჰაერო შეტევებისგან ნაკლებად დაცული იყო.
უკრაინელი ჩინოვნიკების აზრით, 2022-2023 წლების მასირებულ თავდასხმებთან შედარებით, ეს ახალი ტაქტიკა უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს უკრაინის ენერგეტიკისთვის, რადგანაც, ახლა, რუსი სამხედროები ცდილობენ ობიექტებს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ.
ახალი ტაქტიკის შედეგად, რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტის აღდგენა 2024 ზამთრამდე ვერ მოხერხდება, წერს გამომცემლობა.
კომპანია DTEK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაქსიმ ტიმჩენკომ, განმარტა, რომ აქამდე რუსი სამხედროები შეტევებს ბევრი რეგიონებში განლაგებულ სხვადასხვა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახორციელებდნენ, ახლა კი, რამდენიმე ობიექტზე კონცენტრირდნენ, რადგანაც, დაბომბვების მასშტაბებიდან გამომდინარე, “მოკლე ვადებში მათი აღდგენა შეუძლებელია”.
“იგივე რაოდენობის რაკეტები ახლა მიმართულია მხოლოდ 5-6 ენერგეტიკულ ობიექტზე ერთ რეგიონში. ისინი ცდილობენ ელექტრო მომარაგების გარეშე დატოვონ მსხვილი სამრეწველო რეგიონები და ქალაქები” - აცხადებს “უკრენერგოს” კომუნიკაციების განყოფილების უფროსი, მარია ცატურიანი.
ტიმჩენსკოს მიხედვით, რომ აღდგენილი ელექტროსადგურების ხარჯზე გაზრდილი წარმოება, ევროკავშირიდან ელექტროენერგიის იმპორტი და თბილი ამინდები, უკრაინა ფართომასშტაბიანი გათიშვის წინაშე დადგებოდა, როგორც ეს იყო 2022-2023 წლებში.