"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი გაიყინება და ამის შესახებ "ქართული ოცნების ხელისუფლებას უკვე ეცნობა", - იუწყება Financial Times ევროკავშირის სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროს ცნობით, კანონის ამოქმედების შემთხვევაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდებოდა.
"ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია... ეს პროცესს შეაჩერებს. საქართველოს მთავრობამ იცის რა დევს ფსონად",- ამბობს გამოცემის წყარო.
ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ევროკომისია არ გასცემს რეკომენდაციას საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
სტატიაში ასევე ციტირებული საქართველოში ვიზიტით მყოფი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები.