ევროპარლამენტმა მგლის სამართლებრივი დაცვის სტატუსის დაქვეითებას მისცა ხმა, რაც ეროვნული მთავრობების მიერ პოპულაციის კონტროლის უფრო ლიბერალური ზომების მიღებას გაუხსნის გზას.

ევროპარლამენტში რეკლასიფიკაციას 371-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 162-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 37-მა თავი შეიკავა. ცვლილება ნიშნავს, რომ ქვეყნებისთვის უფრო ადვილი იქნება მგელზე ნადირობის, აგრეთვე მისი სხვა ზომების განხორციელება.

ხალი კლასიფიკაცია ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მინისტრთა საბჭო ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს ამასთან დაკავშირებით, რაც უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი.

ცვლილება მოჰყვა ევროკომისიის გასული წლის შემოდგომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ბოლო წლებში ევროპაში მგლების პოპულაციის ზრდის შემდეგ, რეიტინგის დაწევაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროპის საბჭო ჩართეს.

ევროპარლამენტში რეკლასიფიკაციას 371-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 162-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 37-მა თავი შეიკავა. ცვლილება ნიშნავს, რომ ქვეყნებისთვის უფრო ადვილი იქნება ნადირობისა და სხვა ზომების განხორციელება.

ახალი კლასიფიკაცია ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მინისტრთა საბჭო ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებს ამასთან დაკავშირებით, რაც მალე იქნება მოსალოდნელი.

ევროკავშირის საბჭოს მიერ ოფიციალური დამტკიცების შემდეგ, წევრ სახელმწიფოებს 18 თვე ექნებათ, რათა თავიანთი ეროვნული კანონმდებლობა ახალ კლასიფიკაციასთან შესაბამისობაში მოიყვანონ. თუმცა, ქვეყნებს უფლება აქვთ, ეროვნულ კანონმდებლობაში უფრო მკაცრი დაცვა შეინარჩუნონ.

ცვლილება მოჰყვა ევროკომისიის მიერ წინა პერიოდში გაკეთებულ დასკვნას იმის შესახებ, რომ მგელი ევროპის ზოგიერთ ნაწილში საშიში გახდა პირუტყვისთვის და პოტენციურად საშიშია ადამიანებისთვისაც.