პუტინს სატელეფონო ზარებით ვერ შეაჩერებ, – ასე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი რამდენიმე დღის წინ ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.

"გუშინ ღამით უკრაინაზე განხორციელებულმა ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა თავდასხმამ აჩვენა, რომ სატელეფონო დიპლომატია ვერ შეცვლის უკრაინის ნამდვილ მხარდაჭერას მთელი დასავლეთის მხრიდან. მომდევნო კვირები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ ომისთვის, არამედ ჩვენი მომავლისთვისაც", – ამბობს ტუსკი.

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ორი წლის განმავლობაში პირველად ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ ვლადიმერ პუტინს.