აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სრულად მზადაა რუსეთთან ბირთვული ომისთვის.

ამერიკის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მან ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგების ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის მიერ განხორციელებული მუქარა გაისმა, რასაც ტრამპი აშშ-ის მოქალაქეებისთვის პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს.

"ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა. უბრალოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ. მუქარა განხორციელდა და ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს მიზანშეწონილი იყო. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. მე ამას ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისთვის ვაკეთებ", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ტრამპმა განაცხადა, რომ როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა ისმის, შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს თავისი მოქალაქეების დასაცავად.

"ეს უნდა გაგვეკეთებინა. უბრალოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ. მუქარა იყო და ვფიქრობთ, რომ ეს შეუფერებელი იყო. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. ამას ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისთვის ვაკეთებ. მუქარა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისგან წამოვიდა და ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ხალხის დაცვას," - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განთავსების ბრძანება გასცა.