ასეთ ინფორმაცია დღეს „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გაავრცელა.

ინდოეთის ოფიციალურმა პირებმა შაბათს განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ რუსეთიდან იაფი ნავთობის შეძენას პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან მუქარის მიუხედავად. 

პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობის დაუმორჩილებლობა ასახავს მზარდ იმედგაცრუებას ურთიერთობის მიმართ, რომელიც ოდესღაც დიდ ქებას იმსახურებდა, ახლა კი სწრაფად უარესდება.  ინდოეთში იზრდება განცდა,  რომ სულ უფრო არასტაბილურმა ამერიკულმა პოლიტიკამ არ უნდა განსაზღვროს ინდოეთის ლიდერების არჩევანი 1.4 მილიარდი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგომომარაგების შესახებ.

პარასკევს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთი, ენერგომატარებლების მსხვილი იმპორტიორი, შეწყვეტს იაფი რუსული ნავთობის შესყიდვას. ტრამპმა ასეთი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განაცხადა, რომ თუ ეს სიმართლე აღმოჩნდებოდა, კარგი ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა, შაბათს, „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ ორ ინდოელ მაღალი რანგის ჩინოვნიკზე დაყრდნობით დაწერა, რომ ინდოეთის მთავრობის პოლიტიკა რუსული ნავთობის იმპორტის შესახებ არ შეცვლილა. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ მთავრობას ნავთობკომპანიებისთვის რუსეთიდან ნავთობის შეძენის შეწყვეტის შესახებ არანაირი მითითება არ მიუცია. 

„ეს გრძელვადიანი კონტრაქტებია და ძნელია ერთ ღამეში შესყიდვის შეწყვეტა, - განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა.  

Aninews-ის მიერ მოყვანილი წყაროების თქმით, ინდური ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები მოქმედებენ საერთაშორისო ნორმების სრული დაცვით და რუსული ნავთობი არასდროს ყოფილა პირდაპირ სანქცირებული აშშ-ს ან ევროკავშირის მიერ. „ამის ნაცვლად, ის დაექვემდებარა G7-ისა და ევროკავშირის ფასების ლიმიტის მექანიზმს, რომელიც შექმნილია შემოსავლების შესამცირებლად და ამავდროულად გლობალური მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.“

მათ დასძინეს: „ინდოეთის შესყიდვები სრულიად ლეგალური და საერთაშორისო ნორმების შესაბამისი რჩება.“

წყაროებმა ასევე აღნიშნეს, რომ თუ ინდოეთი „არ ისარგებლებდა რუსული ნავთობის ფასდაკლებებით, OPEC პლუსის მიერ წარმოების დღეში 5.8 მილიონი ბარელით შემცირებასთან ერთად, ნავთობის მსოფლიო ფასებს შეიძლება 2022 წლის მარტის პიკისთვის - ბარელზე 137 დოლარისთვის - გაცილებით გადაეჭარბებინა, რაც მთელ მსოფლიოში გააძლიერებდა ინფლაციურ ზეწოლას.