უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი.
იტალიურ გამოცემა la Repubblica-თან ინტერვიუში, შეკითხვაზე, ცდილობენ თუ არა პარტნიორები უკრაინის ხელისუფლება დაარწმუნონ, რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკება გამართოს, დანილოვმა უპასუხა, რომ "პარტნიორებს მოლაპარაკების გამართვასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ წამოუყენებიათ".
"უკრაინა ამ პრობლემას დამოუკიდებლად მოაგვარებს და პუტინთან ყველანაირი მოლაპარაკება შეუძლებელია. რუსეთი უნდა დაინგრეს, როგორც თანამედროვე კართაგენი“, - აღნიშნა დანილოვმა.