ევგენი პრიგოჟინის ამბოხი ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებით მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
"დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო პუტინთან შეთანხმებული სპეცოპერაცია იმ გენერლების გამოსავლენად, რომლებიც არ იყვნენ კარგად განწყობილნი პუტინისა და მისი გარემოცვის მიმართ. გენერლები თანამდებობიდან დაითხოვეს, ზოგიერთი მათგანი გისოსებს მიღმაა”, – განაცხადა დანილოვმა.
მისივე თქმით, რუსულ საზოგადოებაში უთანხმოება მომავალშიც გამწვავდება. ეს შესაძლოა, მოხდეს უკვე შემოდგომაზე ან ზამთარში.
„ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც ესმით, სად შეიყვანა ისინი პუტინმა, ყოველდღე სულ უფრო მეტი ხდება“, - განაცხადა დანილოვმა.