უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ოდესაში მომხდარ თავდასხმაზე უკრაინას სათანადო რეაგირება ექნება.
რუსეთის სარაკეტო თავდასხმების მთავარი მიზანი ოდესას და რეგიონზე არის უკრაინის შავ ზღვაზე გასასვლელის სრული იზოლაციის მცდელობა და დაშინების გზით "მარცვლეულის დერეფნის" ფუნქციონირების აღდგენის საერთაშორისო ძალისხმევის აღკვეთა და განეიტრალება.
გეგმა არის მსოფლიოს დაჩოქება და რუსეთის გადაქცევა მარცვლეულის უნიკალურ მიმწოდებლად. "ენერგეტიკული ზესახელმწიფოს" ჩავარდნის შემდეგ, პუტინს სურს გახდეს "მარცვლეულის ზესახელმწიფო". უკრაინას ესმის და აცნობიერებს ამ განზრახვებს, რაზედაც სათანადო რეაგირება ექნება", - ამბობს დანილოვი.
ღამით რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. თავდასხმის შედეგად დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა ფერისცვალების ტაძარი და კერძო სახლები.