უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი ორივე აფეთქების უკან უკრაინული სპეცსამსახურები დგანან.
„ჩვენი სამხედროები საკუთარ ადგილს უჩენენ არაერთი ობიექტის ხელშეუხებლობას, რომლებიც რუსეთში 100%-ით დაცულად ითვლებოდნენ. ეს ეხება ყირიმის ხიდსაც, რომელზედაც ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში“, - განაცხადა დანილოვმა.
ყირიმის ხიდზე პირველი აფეთქება 2022 წლის ოქტომბერში, მეორე კი 2023 წლის 17 ივლისს მოხდა.