არიზონას ეროვნული გვარდიის ცნობით, პირველი ოთხი უკრაინელი პილოტი ზაფხულისთვის გეგმავს F-16–ის ტიპის გამანადგურებელზე სწავლების დასრულებას. პილოტებმა წვრთნები გასული წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყეს არიზონას შტატის ქალაქ ტუსონში. წერს BBC.
არიზონას საჰაერო ეროვნული გვარდიის სპიკერის, კაპიტან ერინ ჰანიგანის თქმით, ოთხი პილოტისაგან დაკომპლექტებულმა მეორე ჯგუფმა წვრთნა იანვარში დაიწყო, ხოლო ასევე ოთხპილოტიანი მესამე ჯგუფი ამჟამად გადის ინგლისური ენის ფრენისთვის საჭირო სწავლებას.
მოსალოდნელია, რომ ყველა პილოტი გაივლის ტრენინგს მაისიდან აგვისტომდე, თქვა ჰანიგანმა, თუმცა ზუსტი დრო დამოკიდებულია პროგრამის მიმდინარეობაზე.
18 თებერვალს Foreign Policy-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა პირველ F-16–ებს 2024 წლის ზაფხულში მიიღებს. უკრაინის საჰაერო ძალებში ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა თქვეს, რომ ინფრასტრუქტურის ადაპტაცია მიმდინარეობს.
17 თებერვალს ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. უკრაინამ უნდა მიიღოს 20-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი.